Daniel Kahneman
ფსიქოლოგი, ისრაელი
Psychology
დანიელ კანემანი — ამერიკელი ფსიქოლოგი და ეკონომისტი. ფსიქოლოგიური ეკონომიკური თეორიისა და ქცევითი ეკონომიკის ერთ-ერთი დამაარსებელი, მიმართულებებისა, რომლებშიც გაერთიანებულია ეკონომიკა და კოგნიტივისტიკა ადამიანის ირაციონალური დამოკიდებულების რისკების ასახსნელად გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთარი ქცევების მართვისას. ცნობილია ამოს ტვერსკისთან და სხვა ავტორებთან ერთად შექმნილი ნაშრომით: ევრისტიკის გამოყენებით ადამიანური ცდომილების დადგენა კოგნიტურ საფუძველზე და ასევე პერსპექტივის თეორიის განვითარებით. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (2002) „ეკონომიკურ მეცნიერებებში ფსიქოლოგიური მეთოდიკის მიღების გამო, განსაკუთრებით — გაურკვევლობის პირობებში გადაწყვეტილებების მიღებისას და მსჯელობის ფორმირების კვლევისას“, მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჩაატარა, როგორც ფსიქოლოგმა და არა, როგორც ეკონომისტმა.
Read the full article on Wikipedia ↗
This biography is based on public Wikipedia content, available under the CC BY-SA license.
Also available in: IsraelUnited StatesFranceArgentinaGermanyRussiaBrazilHungaryNetherlandsItalyUkraineTurkeySwedenPolandDenmarkIranAzerbaijanRomaniaMoroccoBulgariaCzechiaSlovakiaSerbiaEstonia