Hannah Arendt
Philosophy
ჰანა არენდტი — ებრაული წარმოშობის გერმანელ-ამერიკელი ფილოსოფოსი, პოლიტიკური თეორიტიკოსი და ისტორიკოსი, ტოტალიტარიზმის თეორიის შემქნელი. დაიბადა აღმოსავლეთ პრუსიიდან გადმოსახლებული ებრაელების, ინჟინერ პაულ არენდტისა და მარტ კონის ოჯახში, ლინდენში. განათლება მიიღო მარბურგის, ფრაიბურგისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში, სწავლობდა მარტინ ჰაიდეგერთან და კარლ იასპერსთან. 1933 წელს, ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ საფრანგეთში გაიქცა. 1940 წლის მაისში ინტერნირებულ იქნა გიურსის საკონცენტრაციო ბანაკში, საიდანაც მოახერხა გაქცევა. ამავე წელს, ოკუპირებული საფრანგეთიდან ჯერ ლისაბონში, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკში გაიქცა. ასწავლიდა მრავალ უნივერსიტეტში. 2012 წელს მასზე გადაიღეს ფილმი: ჰანა არენდტი.
Read the full article on Wikipedia ↗
This biography is based on public Wikipedia content, available under the CC BY-SA license.
Also available in: IsraelUnited StatesFranceArgentinaGermanyRussiaBrazilHungaryNetherlandsItalyUkraineTurkeySwedenPolandDenmarkIranAzerbaijanRomaniaMoroccoGreeceBulgariaCzechiaSlovakiaSerbiaCroatiaKazakhstanEstonia